
ჩაბარების ვადა:
24 ნოემბერი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT896 - ფასთა გამოკითხვა მეტალოპლასტმასის ჯიხურის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მეტალოპლასტმასის ჯიხურის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე
ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:
- განზომილებები: სიმაღლე - 2. 20 მეტრი; სიგრძე - 1.80 მეტრი; სიგანე - 1.20 მეტრი;
- კარი - 1 ცალი, სიგანე - 0.90 მეტრის ფარგლებში, უნდა იღებოდეს შიგნით, დამონტაჟებული უნდა იყოს 1.20 მეტრიან კედელზე;
- მეტალოპლასტმასის მასალის სიმაღლე მიწიდან - დაახლოებით 0.5 მეტრი, შემდეგ უნდა მოყვებოდეს შუშა;
- დამონტაჟების ადგილი: ქალაქი თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N6, ნეოგაზის ავტოგაზგასამართი სადგურის ტერიტორია.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით. (ღირებულებაში უნდა შედიოდეს ჯიხურის ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მონტაჟის საფასური;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 24 ნოემბრის 16:00 საათამდე.
- შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 25 ნოემბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.