ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8974 - ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Macallan, Lavazza, Medoff, Sobieski და სხვა.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ აცხადებს ტენდერს:

  • დანიშნულებასატრანსპორტო მომსახურება

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდა მოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასები მოცემული უნდა იყოს ლარში და მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • შიდა გადაზიდვების ტრანსპორტირების დაზღვევა.
  • დაზღვევის პირობა მოიცავდეს პუნქტს, რომლის თანახმად სადაზღვეო ინციდენტის დადგომის შემთხვევაში მოსარგებლე მხარე იყოს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე 

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი. ისააკიანის ჩიხი #2. შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
შემოთავაზების მიღება იწყება: 10.03.2021 11:00
შემოთავაზების
მიღება მთავრდება: 18.03.2021, 18:00.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნოდარ აბულაძე
ლოგისტიკის დეპარტამენტი
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“
ტელ.: (+99577) 524798
ელ. ფოსტა: N.abuladze@gdl.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

დოკუმენტაცია