ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T8975 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Macallan, Lavazza, Medoff, Sobieski და სხვა.

შესყიდვის პირობები:

შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ქაღალდი A4 ფორმატის თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

# დასახელება რაოდენობა ერთი შეკვრის ფასი
1 A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი (#1 აღწერის მიხედვით) 4000 შეკვრა  
2 A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი (#2 აღწერის მიხედვით) 200 შეკვრა  

შენიშვნა:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

#1 შესასყიდი ქაღალდის აღწერა:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
  • წონა: 80 g/m2
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 103 – 110 µm
  • გაუმჭვირვალობა: >94%
  • სიკაშკაშე: 102 – 104%
  • სითეთრე CIE: >152;

#2 შესასყიდი ქაღალდის აღწერა:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით;
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის.
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები;
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის;
  • წონა: >75 g/m2
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 102 µm
  • გაუმჭვირვალობა: >92%
  • სიკაშკაშე: >100%
  • სითეთრე CIE: >142;

სხვა პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წლის ბოლომდე;
  • შესყიდვის პერიოდი: 1 აპრილი 2021 – 31 დეკემბერი 2021
  • გადახდის პირობა - 30 დღიანი კონსიგნაცია
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები შპს „საქართველოს ლოგისტიკა და დისტრუბუცია“ ოფისში (ქ. თბილისი, ავქსენტ ისაკინის ჩიხი 2) ლოგისტიკის დეპარტამენტის სახელზე;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია:

  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მარტი 2021 წელი 17:00
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშრკულება გაფორმდება 6 თვის ვადით.
  • სატენდერო წინადადება მიიღება ელექტრონული ფოსტით და დახურული კონვერტის მეშვებოით, ელექტრონული მისამართი: a.kurashvili@gdl.ge; g.gabelia@gdl.ge;
  • ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ისაკინის ჩიხი #2

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები