
ჩაბარების ვადა:
27 ნოემბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT898 - ტენდერი ქოლცენტრის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჰუმანითი ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ცხელი ხაზის (ე.წ. ქოლცენტრი) მოწყობაზე.
სამუშაოს დეტალური აღწერა და შეთანხმება კონფიდენციალურობაზე იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში, რეკომენდაციები);
- ხარჯთაღრიცხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი).
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, მოგვმართონ სამუშაო დღეებში 09:00-საათიდან 18:00 საათამდე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მისამართი: ზ. ფალიაშვილის ქ. 83, თბილისი 0162, საქართველო
საკონტაქტო პირი: დავით გვენეტაძე
მობ: 591 930 888
ელ. ფოსტა: gvenetadze@humanity-georgia.com
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე დალუქული კონვერტით. ზემოთ მითითებულ მისამართზე.
წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 27 ნოემბრის 18:00 საათი.
ტენდერი გაიმართება 2015 წლის 30 ნოემბერს 17:00 სთ-ზე.