ჩაბარების ვადა:

22 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T8983 - ტენდერი გზის, პარკინგის, საფეხმავლო ბილიკების და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 სამსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Development and Construction LLC აცხადებს ტენდერს ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე, რომელიც შედგება 3 (სამი) ლოტისაგან:

  • ლოტი N1 AB1 და SDH საცხოვრებელი კომპლექსის მისასვლელი გზის, პარკინგისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები.
  • ლოტი N2 - გოლფ კლუბის პარკინგისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები.
  • ლოტი N3I-სექტორის გზის, წყალარინების ქსელის და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები.

სატენდერო მასალები იხილეთ ბმულზე: https://we.tl/t-2qzww5XYhx

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 22 მარტი, 18:00 საათი.
  • სატენდერო წინადადება მიიღება დახურული კონვერტის მეშვებოით მისამართზე: Tbilisi Hills Golf and Residance ქვემო თელეთი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ლელა ვახტანგიშვილი
მობ: 598299991
ელ. ფოსტა: lela.vakhtangishvili@tbilisihills.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები