ჩაბარების ვადა:

19 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9009 - ტენდერი საოფისე სავარძლებისა და სკამების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს საოფისე სავარძლებისა და სკამების შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • ტენდერი შედგება ორი ეტაპისგან:
  • პირველი ეტაპი - ფასების მოწოდება შემდეგი პრინციპით: 
  • ღირებულება უნდა მიეთითოს ექსელის ცხრილში (ფაილი N1)  (მიუთითეთ ასევე შეიცავს თუარა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს);
  • მეორე ეტაპი: ნიმუშის მოწოდება;
  • მიწოდების სერვისი
  • გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში;

დამატებითი ინფორმაცია:

  • პროდუქციის შეკვეთა ხდება მოთხოვნის შესაბამისად;
  • მოწოდების ვადა შეკვეთიდან 2 დღე;
  • შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პროდუქტის ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 15 მარტიდან  2021 წლის 19 მარტის ჩათვლით;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2021 წლის 15 მარტიდან  2021 წლის 19 მარტის ჩათვლით;
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge, ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
შესყიდვების სპეციალისტი: მარიამ გიქოშვილი
ელ. ფოსტა: mariam.gikoshvili@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი
  • 39200000 ავეჯის აქსესუარები