ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2021, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9010 - ტენდერი საქართველოს ბანკის მონაცემების ცენტრის პრეცისიული კონდიცირების სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს ბანკის მონაცემების ცენტრის პრეცისიული კონდიცირების სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს, წინასწარ დადგენილი მოთხოვნების, კრიტერიუმებისა და წონების შესაბამისად; (იხ. პარაგრაფი N2 – „სატენდერო მოთხოვნები“ და პარაგრაფი N4 – „ტენდერის შეფასება“;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა ატვირთოს შევსებული დანართი N1, ხოლო სისტემაში უნდა დააფიქსიროს ფასი დანართი N1-დან - “სულ სატენდერო ფასი აშშ. დოლარში (გადასახადების ჩათვლით)“;
  • საიტზე ვაჭრობის დროს შემოთავაზებული ფასდაკლების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს ფასდაკლების წინადადებაზე გავრცელების მეთოდოლოგია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ დოლარში, გადასახადების ჩათვლით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი N1); 
  • მოგების პროცენტი მასალების მოწოდების შემთხვევაში (დანართი N2);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N3);
  • გამოცდილებისა  და ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დანართი N4);
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • ტექნიკური ინფორმაცია არსებული სისტემის შესახებ, მოცემულია დანართ N1-ში.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, ბანკი იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი;
  • ბანკი იტოვებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები ტენდერში, ტექნიკურად მისაღები და უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება;

მხარეთა მოვალეობები/მომსახურების აღწერა:

  • განახორციელოს ობიექტზე არსებული კონდიცირების სრული სისტემის გეგმიური შემოწმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის განმავლობაში (12 თვის განმავლობაში) 4-ჯერ, ამასთან თითოეული ასეთი შემოწმების შესახებ მიმწოდებელი ბანკს აცნობებს სულ მცირე 2 (ორი) საბანკო დღით ადრე;
  • დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ბანკს გაუწიოს სრულყოფილი სატელეფონო კონსულტაცია. კონსულტაციის მისაღებად დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრულ სატელეფონო ნომრებზე.

საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციის არსებობისას, თუ აღნიშნული საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციის აღმოფხვრა ვერ ხერხდება ზემოთ აღნიშნული სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, უზრუნველყოს ობიექტზე მისი სპეციალისტების მისვლა და აღმოჩენილი პრობლემის აღმოფხვრა შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • სპეციალისტების გამოცხადება ობიექტზე უნდა განხორციელდეს ბანკის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 საათისა;
  • სპეციალისტების მიერ პრობლემის დიაგნოსტიკა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 2 საათში;
  • სპეციალისტების მიერ პრობლემის აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე მისვლიდან არაუგვიანეს 24 საათში;
  • თითოეულ საეჭვო ან/და ავარიულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბანკისთვის შესაბამისი რეპორტის მიწოდებას, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი არსებული დაზიანების აღმოფხვრის გზები, მეთოდები, რეკომენდაციები სამომავლოდ მსგავსი ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. რეპორტის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შემოწმების ჩატარების/პრობლემის აღმოფხვრის განხორციელებიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში;
  • თითოეული საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციის აღმოფხვრიდან 3 (სამი) საბანკო დღის ვადაში, მიმწოდებელი ბანკს წარუდგენს ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტს და აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად მხარეები უზრუნველყოფენ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას ან/და ავარიული სიტუაციის აღმოფხვრიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

ბანკი ვალდებულია:

  • დროულად უზრუნველყოს მიმწოდებლისთვის შეტყობინების მიწოდება ობიექტზე გამოვლენილი საეჭვო ან/და ავარიული სიტუაციის შესახებ;
  • მიმწოდებლის მიერ შესაბამისი სამუშაოების განხორციელების პროცესში უზრუნველყოს ობიექტი სტაბილური ელექტროენერგიით, რაც გულისხმობს 390 ვოლტი ძაბვის მიწოდებას, 3 ფაზით (სწორი თანმიმდევრობით);
  • მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი სპეციალისტები დაუბრკოლებლად დაუშვას ობიექტზე და უზრუნველყოს მათი წვდომა მასალებთან;
  • ავარიული სიტუაციის შესახებ მიმწოდებელს შეტყობინება მიეწოდება ელ-ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით, წინასწარ განსაზღვრულ საკონტაქტო ნომერსა და ელ-ფოსტაზე;

სხვა პირობები:

  • ობიექტზე განთავსებულ პრეციზიული კონდიცირების სისტემაში გეგმიური ან/და ბანკის გამოძახების საფუძველზე შემოწმების ჩატარებისას დაზიანების აღმოჩენის შეთხვევაში, დაზიანებული ნაწილების გამოცვლა განხორციელდება ობიექტზე არსებული სარეზერვო მასალებით. მასალების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს დაზიანებების აღმოსაფხვრელად, შეთანხმებული იქნება ბანკსა და მიმწოდებელს შორის, ხოლო შემდგომ ობიექტზე გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით პერიოდულად მიმწოდებელი დამატებით აცნობებს ბანკს საჭირო მასალის ჩამონათვალს და მხარეები დამატებით შეთანხმდებიან აღნიშნულის შესახებ.  კონრაჰენტს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა მომსახურების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეულია ამ პუნქტით გათვალისწინებული მასალების ბანკის მიერ არასრულად შეძენის/წარმოდგენის გამო;
  • მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად ბანკისთვის მიყენებული ზიანი (ზარალი) დაანგარიშდება და მიმწოდებელს წარედგინება უშუალოდ ბანკის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების საფასურის 50%-ს;
  • მიმწოდებელს არ ეკისრება საგარანტიო პასუხისმგებლობა, თუ ნაკლი გამოწვეულია ბანკის ან მესამე პირთა მიერ ქონების ექსპლუატაციის წესების დარღვევით, ბუნებრივი ან სხვა მოვლენებით, რომლებიც მოახდენენ ექსპლუატაციის ნორმატიული რეჟიმიდან ქონების გამოყვანას, ასევე კონტრაჰენტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ავარიული სიტუაციების დროს ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე ან შეუსრულებლობაზე თუ აღნიშნული გამოწვეულია ბანკის მიერ წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოსდაცვითი, ნარჩენების მართვის და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • ნარჩენების წარმოქმნის შემთხვევაში,  თავად დაამუშავოს ნარჩენები, ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამისი უფლების მქონე პირებს, ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 30 მარტი 16:00 სთ.
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 110 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 მარტი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 110.00 $