ჩაბარების ვადა:

29 მარტი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9015 - ტენდერი ორგანიზაციის თანამშრომლების 24/7 საკვებით უზრუნველყოფაზე / Tender on 24/7 Food Supply service for the Organization Employees

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ევოლუშენ ჯორჯია აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის თანამშრომლების 24/7 საკვებით უზრუნველყოფაზე.

დებულების შინაარსი:

  • ძირითადი ინფორმაცია
  • ვის შეუძლია განაცხადის შეტანა ტენდერზე და როგორ ტარდება 
  • სატენდერო პირობები
  • მომსახურების პირობები
  • ეკონომიკური და სამუშაო ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირობები
  • ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და სამართლებრივი პირობები
  • თანხმობა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად 

ძირითადი ინფორმაცია:

  • სრული დასახელება, სარეგისტრაციო ნომერი: შპს. ევოლუშენ ჯორჯია  ს/კ 405209689 
  • საფოსტო მისამართი: მექანიზაცია #1/2, თორნიკე ერისთავის ქ. #1, თბილისი, საქართველო,
  • ვებგვერდი: https://www.evolution.com/

შესყიდვის/კონტრაქტის მოკლე აღწერა: კომპანიის თანამშრომლებისა და მათი სტრუმრებისათვის კვების მომსახურებით უზრუნველყოფა (24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე)

მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ი: მექანიზაცია #1/2, თორნიკე ერისთავის ქ. #1, თბილისი, საქართველო,

ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 12 თვე 

კომპანიებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან ტენდერში მონაწილეობით, უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია შემდეგი ელ.ფოსტის მეშვეობით: geotender@evolution.com; suznadze@evolution.com; mbiniashvili@evolution.com

Evolution Gaming-ი უძღვება B2B Live Casino სერვისებს, რომლებიც მრავალი არხისა და მოწყობილობის საშუალებით მიეწოდება მომხმარებლების მოთამაშეებს. კომპანიის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის, კარგად დამკვიდრებული საწარმოს ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საშუალებით, ევოლუშენი მატებს რეალურ ღირებულებას თავის მომხმარებლებს გემბლინგის ბიზნესში.

კომპანია შპს ევოლუშენ ჯორჯია საქართველოში ფუნქციონირებს 2018 წლის იანვრიდან და მუშაობს 24/7 საათის განმავლობაში. თანამშრომლების რაოდენობა ყოველთვიურად აქტიურად იზრდება. დღესდღეობით, კომპანია სულ ითვლის 4000+ თანამშრომელს და განაგრძობს ზრდას. 

შესაბამისად, ჩვენს კომპანიაში მოთხოვნადია საკვების მიწოდების შესაბამისი სერვისი. კომპანია ოპერირებს მრავალ შენობაში, აქედან შენობა, ორი უმსხვილესი შენობები სრულიად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მოქმედი სამზარეულოთი (გათბობისა და გაგრილების სისტემები). ამჟამად, კომპანიას აქვს ორი სამზარეულო ცალკეულ მიმდებარე კორპუსებში. ამრიგად, ეს სივრცე ისე  არის კეთილმოწყობილი, რომ მომწოდებელს საკვების მომზადება შეეძლება ადგილზე.

სამზარეულო, სადაც უნდა მომზადდეს საკვები მოწყობილია ერთ კორპუსში, რომელიც მდებარეობს მექანიზაციის ქუჩა # 1/2-ში, ხოლო მეორე შენობა, რომელიც ასევე აღჭურვილია ყველა საჭირო სამზარეულო ინვენტარით, მდებარეობს თორნიკე ერისთავის ქუჩაზე. # 1, სადაც საკვების ადგილზე მომზადების შესაძლებლობა არ არის. მომწოდებელმა მოეთხოვება მოამზადოს საკვები მექანიზაციის ქუჩაზე არსებულ სამზარეულოში და მოამარაგოს ამავე შენობაში არსებული თანამშრომლები, ასევე ადგილზე მომზადებული საკვები მიაწოდოს თორნიკე ერისთავის ქუჩაზე # 1 მდებარე ე.წ. back office-ის შენობას. 

საკვების კარგი მომწოდებელი უმნიშვნელოვანესია საკვების მიწოდების პროცესის უზრუნველსაყოფად და კონტროლის სწორი მენეჯმენტისთვის.

მოხარული ვართ დაინტერესებული მხარეების მოწვევით ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ვის შეუძლია განაცხადის შეტანა სატენდერ პროცესში მონაწილეობის მისაღებად

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობის მიღება: საზოგადოებრივი კვების კომპანიებს, რომლებსაც აქვთ კვების შესაბამისი გამოცდილება, შეუძლიათ ტენდერში მონაწილეობის მიღება. უპირატესობად ჩაითვლება, თუ კომპანიას აქვს კვების მომსახურების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

სატენდერო პროცესი და კრიტერიუმები. სატენდერო პროცესში გათვალისწინებულია 2 რაუნდი.

სატენდერო რაუნდების აღწერა:

ტენდერის რაუნდი

ვის შეუძლია მონაწილეობა

რა არის საჭირო მონაწილეობის მისაღებად

რა და როგორ შეფასდება

პირველი რაუნდი

ყველას, ვინც დაინტერესებულია

რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც დაბეჭდილი იქნება კომპანიის ბლანკზე ქვემოთ მოცემული ინფორმაციის მიხედვით:

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი
  • კომპანიის უფლებამოსილი პირის სახელი / გვარი
  • საკონტაქტო პირის სახელი / გვარი
  • კომპანიის საქმიანობის მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, ექსპერტიზა, სარეკომენდაციო წერილები, პარტნიორი კომპანიების სია და ა.შ.)
  • სარეკომენდაციო წერილი
  • გამოცდილება საზოგადოებრივი კვების სფეროში
  • შეთავაზების ხარისხი;
  • ფასები;
  • საკვების შემადგენლობა.

მეორე რაუნდი

ისინი, ვინც აკმაყოფილებენ პირველი რაუნდის მოთხოვნებს.

  • დეგუსტაციის ორგანიზება - დეგუსტაციისთვის მომხმარებელი ირჩევს კერძებს წარმოდგენილი მენიუდან 
  • დეგუსტაცია ჩატარდება კომპანია ევოლუშენის ტერიტორიაზე;
  • პრეზენტაცია (საკვების წარმოდგენა ლამაზად);
  • დაგემოვნება.
  • შეფასება

წარსადგენი დოკუმენტები:. რეგისტრაციის მოწმობა, თანამშრომელთა შემადგენლობა, სამუშაო ორგანიზაციის გეგმა, რეკომენდაციები წინა კლიენტებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ტენდერის ვადები:

  • რაუნდი 1 - შერჩეული მონაწილეების ინფორმირება
  • რაუნდი 2 - შერჩეული მინაწილეების საკვების დეგუსტაცია
  • ხელშეკრულების დადების ბოლო ვადა 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები