
ჩაბარების ვადა:
4 დეკემბერი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT903 - ტენდერი გოფრირებული მუყაოს და საფენის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: ნომრით #-EF-GE/193
დანიშნულება: გოფრირებული მუყაო და გოფრირებული საფენი
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- დამატებითი ტექნიკური სპეციფიკაციები;
- ნახაზები და დიზაინები ქვემოთ ლინკზეა ატვირთული;
http://we.tl/jItWiXCoKC
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ასევე მოწოდებულ უნდა იქნას კარდონების ნიმუშები სოფელ ნატახტარში, უსასყიდლოდ, წარმოებაში საანალიზოდ;
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2016 წლის განმავლობაში ეტაპობრივად;
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 75 სამუშაო დღე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 24.11.2015 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 04.12.2015 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა მურვანიძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com