ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9163 - ტენდერი ერთჯერადი სამედიცინო ხალათების გაყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ემ გლობალ"-ი აცხადებს ტენდერს ერთჯერადი სამედიცინო ხალათების გაყიდვაზე.

განფასება

  • გასაყიდი ფასი მოცემულია დანართი N1-ში.

საქონლის მიწოდების (ხელშეკრულებისმოქმედების ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღე.

საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • პროდუქციის მიწოდებას თბილისის მასშთაბით ახდენს გამყიდველი.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა მოხდეს წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორების წესით საქონლის მიწოდებამდე, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარულ დღეში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად).

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

გამყიდველი, გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

გამყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2021 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი.
  • სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info.mglobalexport@gmail.com

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ:
საკონტაქო პირი: ნიკოლოზ კვირიკაძე
მობ: 599973939

ტენდერის კატეგორია:

  • 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
  • 18300000 ტანსაცმელი
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია