
ჩაბარების ვადა:
13 დეკემბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT937 - ტენდერი ნედლეულისა და მზა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს ნედლეულისა და მზა პროდუქციის ტრანსპორტირების შესახებ.
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.
ტენდერის ვადები: 08.12.2015 –13.12.2015
მიმართულებების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ დანართ #1-ში;
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში: მცხეთის რაიონი სოფ.ქსანი.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
- მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა
- საბანკო რეკვიზიტები
- მომსახურების ჩამონათვალი, თითეოეულ მიმართულებაზე დ.ღ.გ.-ს გარეშე და დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
- დანართი #1 (შევსებული ვარიანტი);
თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის/ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა);
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ:
577 99 33 35
სოსო ბედოშვილი
შესყიდვების სპეციალისტი