ჩაბარების ვადა:

17 მაისი 2021, 12:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T9490 - ტენდერი ბაგების სატუმბო სადგურის მოდერნიზაციის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბაგების სატუმბო სადგურის მოდერნიზაციის შესყიდვაზე.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • ბაგების სატუმბო სადგური მდებარეობს წყნეთის გზატკეცილი N6-ში, ზღვის დონიდან 540 ნიშნულზე. საგურამოსა და ნატახტრის სათავე ნაგებობიდან VI და VIII წყალდენების საშუალებით წყალი მიეწოდება 540 ნიშნულის სატუმბო სადგურს, საიდანაც ტუმბოების საშუალებით წყალი მიეწოდება 603 ნიშნულის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებს. 603 მ  ნიშნულის რეზერვუარიდან თვითდენით დ=600 მმ ფოლადის მაგისტრალის საშუალებით წყალი მიეწოდება ბაგების სატუმბო სადგურს 540 ნიშნულზე,  სადაც განთავსებულია ოთხი ერთეული H=600 მ; P=800 კვტ; Q=300 მ3/სთ პარამეტრების მქონე ტუმბო-აგრეგატი. მათი საშუალებით წყალი მიეწოდება წავკისის 1,124 მ ნიშნულზე მდებარე V=3,000 მ3 და V=500 მ3 რეზერვუარებსა და სატუმბო სადგურს. 
  • სატუმბო სადგური უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს ვაკის და მთაწმინდის რაიონის, ჯამში  9,295 აბონენტის წყალმომარაგებას.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამკვეთთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს პროექტის გრაფიკული ნახაზი და წინასწარი ხარჯთაღრიცხვა;
  • წინასწარი ხარჯთაღრიცხვის საფუძველი უნდა იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 14 იანვრის ბრძანება 152, "საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროში მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედო დაშვების შესახებ", რომლის თანახმადაც აღიარებული და საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ დაშვებულია 1992 წლამდე მომქმედი სამშენებლო ნორმები და წესები. ასევე, წინასწარი ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს რესურსულად (13 შიფრიანი), შრომის დანახარჯებისა (კაც/სთ) და მანქანა-მექანიზმების (მანქ/სთ) ღირებულებების მითითებით;
  • პროექტის გრაფიკული ნახაზისა და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების მიერ,   მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული კვარტალური სამშენებლო რესურსული ფასების მიხედვით. 
  • სამუშაოების შესრულებაზე უნდა მომზადდეს ფორმა N2 და ფორმა N3. ასევე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული დაწესებულების მიერ უნდა მოხდეს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება სამუშაოების მიმდინარეობისას და დასრულებისას. სამუშაოების დასრულების შემდეგ მომზადებულ საბოლოო ფორმა N2-ს უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა და გაიცეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. 
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როგორც პროექტირების ასევე სამშენებლო სამუშაოების დაზღვევა. 

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ ერთი განფასება ქვემოთ მოცემული ფასების ცხრილის შესაბამისად.
  • შენიშვნა: გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება ბაგების სატუმბო სადგურის რეაბილიტაციის პროექტირებაზე, ხოლო უშუალოდ სატუმბო სადგურის სამშენებელო სამუშაოების შესრულების ღირებულება დაზუსტება გამარჯვებული კომპანიის მიერ საბოლოო პროექტის, ხარჯთაღრიცხვის და მომზადებულ პროექტზე/ხარჯთაღრიცხვაზე აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.

სამუშაოს შესრულების(ხელშეკრულების) ვადა:

  • ხელშეკრულების გაფორმებიდან წინასწარ მოლაპარაკებული პერიოდის განმავლობაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

  • ქ.თბილისი, ბაგების სატუმბო სადგური.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების  გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით კონკრეტულ შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დასაშვებია ჯამური საკონტრაქტო ღირებულის 30%-ის წინასწარი ადგარიშსწორება საავანსო გარანტიის საფუძველზე.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია:

  • შემსრულებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგიანოს ხელშეკრულების „უზრუნველყოფის გარანტია“ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ („OECD“) წევრი ქვეყნის ბანკის მიერ და რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ზემოთ განსაზღვრულ ვადაში გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია სასურველი ანგარიშსწორების პირობის შესახებ (პუნქტი 1.7);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 17 მაისი, 12:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ლელა გაგუა
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: 597 92 41 60 

საკონტაქტო პირი: თეკლა მურვანიძე 
მის.: ქ. თბილისი, კოსტავას I შესახვევი, 33
ელ. ფოსტა: tmurvanidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141); 595 523 381

ტენდერის კატეგორია:

  • 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    14 მაისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა