ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2021, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T9511 - ტენდერი სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger(AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით.  Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ანხორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილ პროექტის „ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში “ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე შემდეგ ლოკაციებზე:

  • სოფელი ქისტაური, საჯარო სკოლა ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი

  • სოფელი დუისი, სათემო ცენტრი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი

  • სოფლები საკობიანო და კუწახთა, წყალმომარაგება და სადრენაჟო სისტემა, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი

საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება შემდეგ ლოკაციებზე:

  • 18 მაისი, ახმეტის ახალგაზრდული ჰაბი, რუსთაველის 3, ახმეტა, კახეთი

საკონტაქტო ინფორმაცია: 558 37 57 58

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი

  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა

  • ჩაბარების ვადები

  • მასალის ხარისხი

  • მასალების სანდო გზით მიწოდება

  • ხარისხის კონტროლის მეთოდები და პრაქტიკა

  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა

  • გადახდის პირობები/მოთხოვნები

  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება

  • გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27.05.2021, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org

დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე. 

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია