ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9514 - ტენდერი სოციალური ვიდეორგოლების მომზადებაზე რაჭაში

ტენდერის აღწერილობა:

ტექნიკური დავალება: სოციალური ვიდეორგოლების მომზადება რაჭაში.

პროექტის ძირითადი მონაცემები:

  • პროექტის სახელწოდება: „კორონავისურით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის შემსუბუქება რაჭაში“.
  • მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის რეგიონი, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები.
  • დაფინანსების წყარო: სლოვაკეთის განვითარების სააგენტო.
  • პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივლისი, 2020 – 28 ივნისი, 2021

ძირითადი ინფორმაცია:

  • პროექტის ამოცანაა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა და გაძლიერება კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის შემსუბუქების მიზნით. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  • გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, მხარდაჭერილი იქნა 26 საგრანტო პროექტი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და მცირე მეწარმეობის მიმართულებით.
  • პროექტის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები ონლაინ მარკეტინგის და გაყიდვების მიმართულებით.
  • დახმარება გაეწია მოწყვლად ფენებს, სულ 156 მოწყვლად ოჯახს გადაეცა ჯამში 3040 ფრთა ქათამი, თითო ოჯახზე 20 ფრთა ქათამი, 2 თვის სამყოფი საკვები, ვეტერინარული პრეპარატები და უფასო კონსულტაცია ფრინველის მოვლა-პატრონობის შესახებ პროექტის მსვლელობის პერიოდში.

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCRG) სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან პარტნიორობით.

ტექნიკური დავალების აღწერა:

  • დავალების ფარგლებში კონტრაქტორს ევალება პროექტის ჯგუფთან შეთანხმებით წინასწარ შერჩეული თემატიკის 1 წუთიანი ვიდეორგოლების მომზადება (ყველა ეტაპი - გადაღება, მონტაჟი, აუდიო მომსახურება და სხვა შესაბამისი რგოლის შემოქმედებითი სპეციფიკის გათვალისწინებით).
  • სულ დაგეგმილია 8 მოკლევადიანი ვიდეორგოლის სერიის გადაღება - პროექტის წარმატებული ბენეფიციარების ისტორია. 
  • საქმიანობის პერიოდი: 24 მაისი, 2021 – 11 ივნისი, 2021
  • პროდუქტის ხარისხი: Full HD

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სოციალური სარეკლამო რგოლების მომზადებაში.
  • მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება.

ტენდერში მონაწილეობა:

  • აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • კომპანიის სახელწოდება (სახელი/გვარი), მისამართი, ტელეფონი და ელფოსტა.
  • წარსულში განხორციელებული მსგავსი პროექტების ვიზუალურ მასალასთან ერთად, ე.წ. პორთფოლიო.
  • ერთი ვიდეოს მომზადების მომსახურების საფასური (დეტალურად წარმოდგენილი) დღგ-ს ჩათვლით, ფიზიკური პირის შემთხვევაში საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის ჩათვლით (gross).
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

სატენდერო განაცხადის წარდგენა:

  • გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ერთ (PDF) ფაილად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ccrg-tender@caritas.cz არაუგვიანეს 2021 წლის 18 მაისისა.
  • გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ ტენდერის დასახელება - Tender/Racha.

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 577 44 91 91

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას/ფიზიკურ პირს.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები