
21 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT952 - ფასთა გამოკითხვა დაშვების სისტემის შესყიდვა/მონტაჟზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი” აცხადებს ფასთა გამოკითხვას ავტო გაზგასამართ სადგურ(ებ)ზე დაშვების სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თაობაზე
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაცია:
დაშვების სისტემის მონტაჟი ამ ეტაპზე უნდა განხორციელდეს შპს „ნეოგაზის“ კუთვნილ ნატახტარის ავტო გაზგასამართ სადგურზე, რისთვისაც სავარაუდოდ საჭირო იქნება შემდეგი მასალები:
# | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | რაოდენობა |
1 | დაშვების სისტემის კონტროლერი კომბინირებული, ბარათების წამკითხველით, ნესტგამძლე, ანტივანდალური. | ცალი | 1 |
2 | ბარათის წამკითხველი, ნესტგამძლე, ანტივანდალური. | ცალი | 1 |
3 | კვების ბლოკი სისტემისთვის | ცალი | 1 |
4 | კარის ელექტროსაკეტი | ცალი | 1 |
5 | კარის მექანიკური მიმხური, (კარის წონა 80-100 კგ) | ცალი | 1 |
6 | აკუმულატორი | ცალი | 1 |
7 | ელექტრო ყუთი კვების ბლოკისა და აკუმულატორისთვის | ცალი | 1 |
8 | კაბელი ძაბვის 2X2,5 | მეტრი | 5 |
9 | დაშვების სისტემის ბარათები | ცალი | 10 |
დაინტერესებულმა მხარემ უნდა განიხილოს იმისი შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად მოხდება შპს „ნეოგაზი“-ს კუთვნილ სხვა გაზგასამართ სადგურებზე დაშვების სისტემის მონტაჟი:
- თბილისი: დიღომი, საბურთალო(უნივ.ქ.), საბურთალო (ქავთარ.ქ.), საბურთალო (ხიდები), ლოჭინი, აეროპორტი;
- რეგიონები: მარნეული, რუსთავი, ველისციხე, თელავი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი (გუგუნავა), სამტრედია.
ჯამური რაოდენობა: 15 ავტო გაზგასამართი სადგური.
შპს ნეოგაზი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
- ნატახტარის სადგურისთვის საჭირო მასალების ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში, მონტაჟისა და სამივლინებო ხარჯების გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხისა და საგარანტიო პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- მომწოდებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს ფინანსური წინადადება 14 ავტო გაზგასამართ სადგურზე დაშვების სისტემის მონტაჟის თაობაზე სახარჯი მასალების, ტრანსპორტირებისა და სამივლინებო ხარჯების გარეშე, დღგ-ს ჩათვლით.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება. წინადადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 21 დეკემბრის 17:00 სთ-მდე შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 22 დეკემბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე;