ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9547 - ფასთა გამოკითხვა ახმეტის რაიონი, სოფელ ქვემო ალვანში მდებარე ობიექტის ს/კ 50.03.33.073 (შ/ნ N2 და ნარჩენების გატანა) დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს ,,სამთომაშველი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ახმეტის რაიონი, სოფელ ქვემო ალვანში მდებარე ობიექტის ს/კ 50.03.33.073 (შ/ნ N2 და ნარჩენების გატანა) დემონტაჟისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. დემონტაჟის შემდეგ სრულად უნდა მოსწორდეს მიწის ზედაპირი, ამოივსოს ორმულები მიწით და ბოლომდე გასუფთავდეს ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან  

საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის  შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი)

ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა:

  • პრეტენდენტმა ადგილზე დათვალიერების შედეგად უნდა წარმოადგინოს მოქმედი ნორმატივების მიხედვით შედგენილი რესურსული ხარჯთაღრიცხვა.

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა:

  • სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 90 კალენდარული დღე;
  • სამუშაოების დაწყების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღე;
  • პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, ხარჯთაღრიცხვასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი;
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
  • საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
  • მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად. 
  • სამუშაოს შესრულების ადგილია: ახმეტის რაიონი, სოფელ ქვემო ალვანი ს/კ 50.03.33.073

მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ:

  • მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს.

სხვა დამატებითი მოთხოვნები:

  • მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით).
  • ყველა სამუშაოს განხორციელება მოხდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

სამუშაოთა საბოლოო მიღება:

  • მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ, თანახმად მიმწოდებლის მიერ დადგენილი ვადისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, სამუშოები დასრულებულად ჩაითვლება დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ.

ანგარიშსწორების განხორციელების პირობები:

  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
  • ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულების შემდგომ, მხარეებს შორის ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე გაფორმებული ფორმა N2-ის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით, დალუქულ კონვერტში,  მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70. კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 20 მაისის 18:00 სთ-მდე

მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენამდე სავალდებულოა აპლიკანტი სამუშაოების შესრულების ადგილზე გაეცნოს არსებულ სიტუაციას.

საკონტაქტო პირი: თამარ ჯაფიაშვილი
მობ: 595 03 45 66

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები