ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9551 - Beauty Salon Items for Beneficiaries/ ფასის მოთხოვნა სილამაზის და კოსმეტიკის სალონების ბიზნესებისთვის შესასყიდ ნივთებზე

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან, აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის “, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშევეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით.

ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ  კომპანიებს   სილამაზის და კოსმეტიკის სალონების ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 and A2

  • შემოთავაზების ნომერი:  PR_00149615
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 17 მაისი
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 31 მაისი
  • დახურვის დრო: 24:00

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები