ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2021, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9584 - ტენდერი საოფისე სავარძლების მიწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საოფისე სავარძლების მოწოდებაზე.

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს დანართი N1 - ფასების ცხრილი; 
  • ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი;
  • დანართ N1-ში ასევე მოცემულია მინიმალური სპეციფიკაციები, რომელთაც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული სავარძლები;
  • დანართ N1-ში ასევე უნდა მიეთითოს შემოთავაზებული სავარძლის ბრენდი/მოდელი, მწარმოებელი ქვეყანა, ფოტო და სპეციფიკაცია;

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 11 კვირის ვადაში;
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი (ზუსტი მისამართი მოგვიანებით დაზუსტდება);
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდის სავარძლების, საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება) და სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისგან;
  • გარანტია:  სავარძლებს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი გარანტია;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 90 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან;
  • შერჩევის ეტაპზე პრეტენდენტს მოეთხოვება ნიმუშების წარმოდგენა და ტენდერში მონაწილემ უნდა შეძლოს მათი წარმოდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში;
  • შეფასების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს ნიმუშების განხილვა;
  • შეკვეთის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს 10%-ის ფარგლებში;
  • შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტენდერში მონაწილეობასთან, მოწოდებასთან, დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირების, აწყობის,  ნიმუშის წარდგენის, ა.შ. ხარჯებს;
  • ტენდერში მონაწილემ, tenders.ge-ს პორტლზე ვაჭრობის შემთხვევაში დაფიქსირებულ ფასდაკლებას უნდა მოაყოლოს ამ ფასდაკლების კომერციულ წინადადებაზე გავრცელების მეთოდოლოგია, რომელიც უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ ფასდაკლება გავრცელდება ყველა პუნქტზე პროპორციულად;
  • ტენდერის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რომელიმე ბრენდი ან მოდელი; შემოთავაზებული პროდუქტი უნდა იყოს თანდართულ ფოტოებზე წარმოდგენილ ნიმუშების მსგავსი ვიზუალურად;
  • ტენდერის ფარგლებში განიხილება საშუალო კლასის ბრენდის/მწარმოებლის პროდუქცია. 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკმა შესაძლოა ტენდერის გახსნის შემდეგ მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასისა და ტექნიკურად მისაღები წინადადების მქონე 2 კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების მიხედვით მიიღოს საბოლოო გადაწყვტეილება ტენდერის ფარგლებში;
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იმავე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 31 მაისი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი;
  • ვაჭრობის ბიჯი: 1500 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებით კითხვებზე მიმართეთ:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 მაისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 1'500.00 $