ჩაბარების ვადა:

3 ივნისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9603 - სპორტული და გამაჯანსაღებელი აღჭურვილობების პროვაიდერი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთები

ტენდერის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

2019 წლის თებერვლიდან ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისთვის“, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ KFW-ის მეშვეობით საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ  კომპანიებს სპორტული და გამაჯანსაღებელი აღჭურვილობების პროვაიდერი ბიზნესებისთვის შესასყიდი საგრანტო ნივთების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

ფასთა კ(ვ)ოტირებაში მონაწიელობის მისაღებად გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ tender  document).
  •  დანართი A1- A2 მოთხოვნილი აღჭურვილობების დეტალური სპეციფიკაცია   და  ფასი  ევროში დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  •  მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  •  მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი,ბეჭდით დამოწმებული.
  •  ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით. 

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 03.06.2021;  24:00 და თემის ველში  მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00151544 და კომპანიის დასახელება.

ტენდერის კატეგორია:

  • 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)