
ჩაბარების ვადა:
22 დეკემბერი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT961 - ტენდერი ელექტრო განათების ბოძების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჰუმანითი ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ელექტრო განათების ბოძების შესყიდვაზე.
ტექნიკური მოთხოვნები:
- ბოძის სიმაღლე - 7 მეტრი;
- რკინის მილის სისქე - 4 მილიმეტრი;
- ფერი - ვერცხლისფერი;
- პროჟექტორი - 400 ვტ;
- სადენი - СИП 4X16 (სადენის სიგრძე) 1200 გ/მ დამიწების მოწყობით.
- რაოდენობა - 20 ცალი
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ინფორმაცია რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- ცნობა სასამართლოდან გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა, გამოცდილება, კლიენტების სია ბოლო 3 წლის განმავლობაში, რეკომენდაციები);
- ხარჯთაღრიცხვა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაციის შესაბამისად;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
- დანართში მითითებული სხვა სპეციფიკური დოკუმენტაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო დოკუმენტაციის გატანისათვის შეუძლიათ მოგვმართონ სამუშაო დღეებში 09:00-საათიდან 18:00 საათამდე ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
მისამართი: ზ. ფალიაშვილის ქ. 83, თბილისი 0162, საქართველო
საკონტაქტო პირი: ნათია კელეპტრიშვილი
მობ: 599 83 83 83
ელ. ფოსტა: tenders@humanity-georgia.com
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე დალუქული კონვერტით.
წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათი.