ჩაბარების ვადა:

1 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9629 - ინტერესთა გამოხატვა ქ. თბილისში გამოფანა-გაყიდვის მოსაწყობად USAID YES-Georgia-ს ფარგლებში

ტენდერის აღწერილობა:

ფონდი კრისტალი - განცხადება ინტერესთა გამოხატვის შესახებ.

ზოგადი ინფორმაცია:

ფონდი კრისტალი USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, იღებს განცხადებებს ინტერესთა გამოხატვის შესახებ ქალაქ თბილისში გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად.

დაგეგმილია ორ-დღიანი გამოფენა-გაყიდვა პროგრამის ბენეფიციარების და სხვა ახალგაზრდა და ქალი მეწარმეების ჩართულობით (რაოდენობა - 90-100 მონაწილე). ღონისძიება უნდა ჩატარდეს შაბათ-კვირას, ივლისის თვის მეორე ან მესამე კვირას.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia) ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ მეწარმეებს.

პროგრამას ახორციელებს ფონდი კრისტალი USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია “კრისტალი”.

გამოფენა-გაყიდვის ღონისძიება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს:

  • პოპულარულ, მიმზიდველ, თანამედროვე ღია სივრცეში გამოფენა-გაყიდვის მოწყობა (მონაწილე 90-100 ადამიანი); 
  • თანამედროვე და გამართული საგამოფენო ინვენტარი მეწარმეთა პროდუქტების განსათავსებლად;
  • ღონისძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და მეტი ვიზიტორის მოზიდვა გამოფენაზე;
  • ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ყველა რეგულაციის და ნორმების დაცვით. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინტერესის გამოხატვის წერილი მიმდინარე წლის 1 ივნისის ჩათვლით, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების შესახებ. Email: admin@crystalfund.ge

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://yes.crystal.ge/ და FB გვერდს: https://www.facebook.com/USAIDYESGEORGIA

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები