ჩაბარების ვადა:

1 ივნისი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T9635 - ტენდერი ახალი თაობის ბრანდმაურების, ლოგირების სისტემისა და IPS ფუნქციონალის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ აცხადებს ტენდერს ახალი თაობის ბრანდმაურების, ლოგირების სისტემისა და IPS ფუნქციონალის შესყიდვა ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული; 
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1)  მიხედვით;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სათავო ოფისი;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის  შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF), რომელიც გაცემული იქნება ბანკის სახელზე და მითითებული იქნება შემოთავაზებული პროდუქცია/რაოდენობა;
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

დამატებითი მოთხოვნები:

  • ტექნიკის მონტაჟი და პროგრამული გამართვა "კონფიგურაცია" და არსებულ ქსელში ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს პრეტენდენტი კომპანიის მიერ დამკვეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან წინასწარი შეთანხმებით;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (MAF), რომელიც უფლებას აძლევს პრეტენდენტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს პროდუქციის გაყიდვა და სერვისული მომსახურება;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტ კომპანიაში დასაქმებული მინიმუმ ორი თანამშრომლის სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემულია შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2018-2020 წლების განმავლობაში ამავე მწარმოებლის არანაკლებ 3   (სამი) სხვადასხვა პროექტის განხორციელების გამოცდილება. აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები;
  • საქონლის მიწოდების ვადა: არაუმეტეს 60 კალენდარული დღე;
  • ინსტალაცია და იმპლემენტაციის ვადა საქონლის მიწოდებიდან: არაუმეტეს 30 კალენდარული დღე;

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 1 ივნისი 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge; 
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე,
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200; 

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები