ჩაბარების ვადა:

4 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9636 - კონკურსი დიზელის 10 ppm-ის (ევრო დიზელი სითხის სახით) მიწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში

კონკურსის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ და სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა“ აცხადებს კონკურსს 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დიზელი 10 ppm-ის ( ევრო დიზელი სითხის სახით) მოწოდებაზე ქ. ზესტაფონსა და ქ. ჭიათურაში.

მოსაწოდებელი რაოდენობა: 250 000 ლ თვეში, (95 000 ლ მიწოდებული ქ. ზესტაფონში, 155 000 ლ - მიწოდებული ქ. ჭიათურაში)

პრეტენდენტებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში მისამართზე: თბილისი, მ. ალექსეძის ქ. #12, მე-8 სართული, ბიზნეს ცენტრი ქინგ დავითი  (ეკა ქირიას სახელზე). 

წინადადებათა მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 04 ივნისი 18:00 სთ.

საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საბანკო რეკვიზიტები;
  • სახელმწოფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდებების განხორციელების შესახებ ბოლო 3 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • ბენზინმზიდი ავტომანქანების (ტუმბოთი აღჭურვილი) ჩამონათვალი სახელმწიფო ნომრების მითითებით, მოქმედი ტქნიკური სერტიფიკატები;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება;

შესყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ წერილობით შემდეგ ელ. მისამართზე: e.kiria@gm.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი