ჩაბარების ვადა:

7 ივნისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9643 - ტენდერი სხვადასხვა სახის სადეზინფექციო ხსნარების, ჰიგიენისა და რესპირატორული დაცვის საშუალებების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“  სხვადასხვა სახის სადეზინფექციო ხსნარების, ჰიგიენისა და რესპირატორული დაცვის საშუალებების შესყიდვის მიზნით აცხადებს ღია ტენდერს 6 (ექვსი) ლოტად

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ჭანტურიას ქუჩა #14.  შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 07 ივნისის 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომისია, სსვითიბი ბანკი ჯორჯია(ლოტის დასახელება, რომელშიც მონაწილეობას იღებს პრეტენდენტი)

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის დადგომამდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭანტურიას ქუჩა #14.

საკონტაქტო პირი: სალომე კახიძე,
მობილური ნომერი: 592-13-35-35,
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1232),
ელ ფოსტა: s.kakhidze@vtb.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია,
მობილურის ნომერი: 595-33-16-04;
ქალაქის ნომერი: 02 24 24 24 (1231),
ელ. ფოსტა: i.shengelaia@vtb.com.ge

საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობას და ინფორმაციას:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 24 საათით ადრე,  სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

დაინტერესებული პირები, ტენდერთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას შეუძლია გაეცნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://vtb.ge/ge/about-the-bank/tenders/122/tenderi-skhvadaskhva-sakhis-sadezinpeqtsio-khsnarebis-higienisa-da-respiratoruli-datsvis-sashualebebis-sheskidvis-shesakheb-6-lotad 

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები