ჩაბარების ვადა:

31 მაისი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T9648 - ტენდერი შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს #250 და #251 რეზერვუარებისათვის ტექნოლოგიური მილსადენების მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი" აცხადებს ტენდერს  შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს # 250 და # 251 რეზერვუარებისათვის ტექნოლოგიური მილსადენების მოწყობაზე.

  • მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. 4.
  • სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი: დალუქულ კონვერტში, მისამართზე ქ. ბათუმი,  მაიაკოვსკის ქ. 4.

პოტენციურმა მიმწოდებელმა/შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი (მისი არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოადგილე) ფასიანი წინადადება, დადასტურებული ორგანიზაციის ბეჭედით (მისი არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას და დოკუმენტებს:

  • პოტენციური მიმწოდებელის დასახელება
  • პოტენციური მიმწოდებელის ფაქტიური მისამართი
  • წარმოდგენილი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების დასახელება, დახასიათება და მოცულობა
  • გადახდის ფორმა ავანსის გარეშე
  • ერთეულის და საერთო ფასს აშშ დოლარში ან ლარში დღგ-ის გარეშე, თუ დღგ-ის გადამხდელი  დღგ-ის ჩათვლით, ღირებულება უნდა შეიცავდეს ტექნიკური სპეციფიკაციით გათვალისწინებულ ყველა ხარჯებს.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ასლი)განახლებული
  • ლიცენზიის ასლი (თუ შესყიდვის ან საქმიანობის, პირობები ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირების)
  • პოტენციური მიმწოდებელის მიერ ხელმოწერილი მისაწოდებელი საქონლის/სამუშაოების/მომსახურების ტექნიკური სპეციფიკაცია
  • ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან რუსულ ენებზე

გამოცხადების თარიღი: 25.05.2021
წინადადებების მიღების საბოლოო თარიღი: 31.05.2021

ხელშეკრულების გაფორმება ხორციელდება შესყიდვების შედეგების ოქმში მითითებულ ვადებში, მაგრამ არა უგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა შესყიდვების ოქმის ხელმოწერიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შპს "ბათუმის ნავთობტერმინალი"-ის შესყიდვებისა და კონტრაქტების განყოფილებას. 

პოტენციური მიმწოდებლის/შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი წინადადება წარმოადგენს თანხმობას განახორციელოს შემკვეთის მიერ ტექნიკურ სპეციფიკაციაში (დანართი) მითითებული საქონლის/სამუშაოების/მომსახურების  შესრულება. 

პოტენციური მიმწოდებელი/შემსრულებელი ვალდებულია წარადგინოს კომერციული წინადადება, საიტზე განთავსებული საკონკურსო დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად: www.batumioilterminal.com

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები