ჩაბარების ვადა:

14 ივნისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9708 - ავტო-მომსახურების ბიზნესებისთვის შესასყიდი სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების, მოწყობილობების და ინსტრუმენტების ფასთა კ(ვ)ოტირება

ტენდერის აღწერილობა

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან,  აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ლდს იწვევს დაინტერესებულ, რეგისტრირებულ კომპანიებს ავტო-მომსახურების ბიზნესებისთვის შესასყიდი სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების, მოწყობილობების და ინსტრუმენტების ფასთა კ(ვ)ოტირებაზე.

შესასყიდ ნივთებზე დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში Annex A1 და Annex A2

  • შემოთავაზების ნომერი: PR_00152896
  • გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 31 მაისი
  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 14 ივნისი
  • დახურვის დრო: 24:00

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ).
  • დანართი A1- A2 მოთხოვნილი დანადგარების დეტალური სპეციფიკაცია, ფასი დღგ-ს ჩათვლით ევროში- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი.
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული და ხელმოწერილი.
  • ხელშეკრულების ზოგადი პირობები - გაეცანით.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo არა უგვიანეს 14.06.2021 24:00 და თემის ველში  მიუთითოთ შემოთავაზების ნომერი PR_00152896 და კომპანიის დასახელება.

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის