
ჩაბარების ვადა:
4 იანვარი 2016, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT971 - ტენდერი პერსონალის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს პერსონალის ტრანსპორტირებით მომსახურების შესახებ.
სატრანსპორტო მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართ #1-ში.
ტენდერის ვადები: 21.12.2015 – 04.01.2016
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 4 იანვარი 12 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
თქვენი წინადადებები უნდა წარმოადგინოთ დალუქული კონვერტით, ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში: მცხეთის რაიონი სოფ.ქსანი.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება და საბანკო რეკვიზიტები
- საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელ.ნომერი და ელ.ფოსტა;
- მომსახურების ჩამონათვალი, ერთეულის და საერთო ფასები დ.ღ.გ.-ს გარეშე და დ.ღ.გ-ს ჩათვლით.
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის/ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა);