
ჩაბარების ვადა:
28 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT972 - ფასთა გამოკითხვა ფოლადის მილტუჩის შესყიდვის თაობაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფოლადის მილტუჩის შესყიდვის თაობაზე
ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:
- ფოლადის მილტუჩი - Dn 800/ Pn 40;
- რაოდენობა - 2 ცალი;
- ფოლადის მილტუჩი განკუთვნილია ст20 ფოლადის მილთან შესადუღებლად;
- გთხოვთ იხილოთ დეტალური ნახაზი დართულ ფაილში.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (სასწრაფო);
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 28 დეკემბრის 17:00 საათამდე.
- შედეგები ცნობილი გახდება 2015 წლის 29 დეკემბერს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.