
ჩაბარების ვადა:
30 დეკემბერი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT974 - ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურებაზე
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- რეკომენდაციები; რეკომენდატორი ორგანიზაციის საკონტაქტო პირის მონაცემები;
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 დეკემბერი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე).
- წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან.
- შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლოტების მიხედვით (ოთხი ლოტი);
- მოთხოვნები ლოტების მიხედვით იხილეთ ფასების ცხრილში;
- მსურველებს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას ლიბერთი ბანკში;
- ავტომობილები უნდა იყოს გამართულ და სუფთა მდგომარეობაში;
- უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის ოპერატიული და გამართული მუშაობა;
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
თამუნა მუჯირი
ტელ: 577 04 05 05
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge
გიორგი ნონიკაშვილი
ტელ: 599 88 08 99
ელ-ფოსტა: giorgi.nonikashvili@libertybank.ge