ჩაბარების ვადა:

11 ივნისი 2021, 16:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9751 - ტენდერი მუყაოს ყუთების მოწოდებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მუყაოს ყუთების მოწოდებაზე;

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ დანართ N1-ში მიღებული „ჯამური სატენდერო ფასი“ უნდა დააფიქსიროს სისტემაში;
  • შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 კვირის ვადაში;
  • მიწოდების მისამართი: ბანკის საწყობი - ურეკის ქ. N2, თბილისი;
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერის მონაწილის მიმართ არ უნდა მიმინარეობდეს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან;
  • ნიმუშები: ტენდერის შეფასების დროს აუცილებელი იქნება ნიმუშების წარმოდგენა. ნიმუშების მოწოდება უნდა მოხდეს ბანკის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერში მონაწილემ თავადა უნდა დაფაროს ტენდერში მონაწილეობასთან, მათ შორის ნიმუშის წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან;
  • ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის გახსნის შემდეგ მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე 2 კომპანიასთან და შედეგების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება;
  • შესყიდვის რაოდენობა შესაძლოა შეიცვალოს ტენდერის გახსნის შემდეგ. ამ შემთხვევაში, დამატებით მოხდება კომუნიკაცია უდაბლესი ფასის მქონე 3 კომპანიასთან და განახლებული ფასების გათვალისწინებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 11 ივნისი, 16:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 3000 ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599358444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 ივნისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 3'000.00 ‎₾