ჩაბარების ვადა:

15 ივნისი 2021, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T9805 - ტენდერი 2 ერთეული სატვირთო ლიფტის/პლატფორმის მიწოდებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 2 ერთეული სატვირთო ლიფტის/პლატფორმის მიწოდებასა და მონტაჟზე.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი. პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

დანართი N1:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია კომპანიამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი N1; ტენდერში მონაწილემ სისტემაში უნდა დააფიქსიროს დანართ N1-ში მიღებული ჯამური სატენდერო ფასი.
  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს. ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
  • პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოების ქვეყანა. სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.

დანართი N2:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი N2;

დანართი N3:

  • დანართი N3-ში მოცემულია მინიმალური სპეციფიკაციები და მოთხოვნები რაც უნდა იყოს გათვალისწინებული სატენდერო წინადადების მომზადებისას.
  • სპეციფიკაციები წარმოადგენს მინიმალურ მოთხოვნებს. ტენდერში მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული სპეციფიკაციების ან უკეთესი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან  60 კალენდარული დღის ვადაში; მონტაჟი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 30 აგვისტოს;
  • მიწოდების და მონტაჟის მისამართი: თბილისი (ზუსტი მისამართი მოგვიანებით დასრულდება);
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს აშშ. დოლარში გადასახადების ჩათვლით;
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 2 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • მსგავსი გამოცდილება: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წელში განხორციელბული ლიფტის მონტაჟის სულ მცირე 2 კონტრაქტი;
  • მწარმოებლის ავტორიზაცია: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
  • გარანტი: 2 წელი;
  • საგარანტიო პერიოდში ყველა საჭირო ტექნიკურ გეგმიურ და არაგეგმიურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მომწოდებელი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შესყიდვის ობიექტის მინიმალური სპეციფიკაციები მოცემულია დანართ N1-ში და დანართ N3-ში.
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებები გააგრძელოს უდაბლესი ფასის მქონე ორ კომპანიასთან და მოლაპარაკების შედეგების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
  • ბანკი თანამშრომლობს იმ  მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ  ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას  ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 15 ივნისი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა;
  • ვაჭრობის ბიჯი: 150 დოლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
მარიამ ნაკაშიძე
მობ: 599 358 444
ელ. ფოსტა: mnakashidze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    11 ივნისი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
  • პრეკვალიფიკაცია: არა
  • ფასის კლების ბიჯი: 150.00 $