
31 დეკემბერი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT983 - ტენდერი საწარმოო ნარჩენების გატანასა და შემდგომ უტილიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: ნომრით #-EF-GE/209
დანიშნულება: საწარმოო ნარჩენების გატანა ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიიდან და შემდგომ უტილიზაცია (განადგურება).
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- მსგავსი საქმიანობის ჩატარების უფლების დამადასტურებელი ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრისგან.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- სერვისი გაწეული უნდა იქნას 2016 წლის განმავლობაში, პერიოდულად, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე;
- ლუდსახარში ნატახტარი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი, სოფელი ნატახტარი,3308;
საქონელის ჩამონათვალი:
- ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები და მედიკამენტები;
- ზეთები და საპოხი მასალა;
- ლუმინესცენტური ნათურები;
- აკუმულატორები;
- საბურავები;
- პრინტერის კარტრიჯები.
გადახდის პირობები: საქონლის გატანიდან და მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 30 დღეში;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 24.12.2015 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 31.12.2015 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.სლომისი, ლუდსახარშინატახტარი
სათაოოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com