ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T9942 - კომპიუტერული ტექნიკა და სამზარეულო ტექნიკა საბავშვო ბაღების აღჭურვისთვის

ტენდერის აღწერილობა

ლტოლვილთა დანიის საბჭო არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან,  აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ჰუმანიტარული მიდგომა, პატივისცემა, დამოუკიდებლობა და ნეიტრალურობა, ჩართულობა, გამჭვირვალობა და პატიოსნება.

ინფორმაცია მოთხოვნილ საქონელზე და საკონტრაქტო პირობებზე

ლტოლვილთა დანიის საბჭო ამჟამად ახორციელებს 5 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს საქართველოს მასშტაბით. კერძოდ კი, ზუგდიდის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ლდს სამშენებლო სამუშაოების დამთავრებისთანავე გეგმავს  საბავშვო ბაღების აღჭურვას   კომპიტერული ტექნიკით და სამზარეულო ტექნიკით

შეგიძლიათ ფასები მოგვაწოდოთ როგორ ორივე ასევე ერთ ლოტზე.

გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები.

  • Supplier Profile and Registration form-შეავსეთ და ხელმოწერით/ბეჭდით  დამოწმებული გაგვიზიარეთ.
  • Supplier Code of Conduct-  ხელმოწერით და ბეჭდით დაადასტურეთ
  • RFQ- Tender- შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია  და  ხელმოწერილი/ბეჭდით დადასტურებული  გაგვიზიარეთ.
  • Annex  A1- A2 შეავსეთ  მოთხოვნილი  ინფორმაცია( ტექნიკური მონაცემები და  ფინანსური მონაცემები)ბეჭდით და ხელმოწერით დაამოწმეთ.

დაინტერესებულმა კომპანიებმა  შემოთავაზება (ტექნიკური პარამეტრები და ერთეულის ფასი) სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა მოგვაწოდონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე rfq.geo.zug@drc.ngo ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: 8 მარტის #1, ზუგდიდი, საქართველო არა უგვიანეს 2021 წლის 25 ივნისისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 39700000 საოჯახო ტექნიკა
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები