ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10664 - ტენდერი ნარჩენების ტრანსპორტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს ნარჩენების ტრანსპორტირების შესახებ.

მყარი, ინერტული და სამშენებლო ნარჩენების გატანა ს.ს. ,,მინა“-ს ტერიტორიიდან გლდანის ნაგავსაყრელზე უნდა განხორციელდეს 30 ტონიანი თვითმცლელით.

წელიწადში ხდება დაახლოებით 55 რეისის გატანა.

აუცილებელია საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად განახორციელოს გატანა, შეტყობინებიდან რამოდენიმე საათში.

გაითვალისწინეთ, რომ ნარჩენების გატანა არ ხდება ფიქსირებულად ყოველთვიური განსაზღვრული რაოდენობით. ნარჩენების გატანა წარმოებს წარმოქმნის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, წინადადება მოგვაწოდეთ დალუქული კოვერტით მცხეთის რაიონი, სოფ. ქსანი 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

წინადადებას უნდა დაერთოს:

  • წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • შემოთავაზება - 1 რეისის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე. (მიუთითეთ გადამხდელი ხართ თუ არა)

გაითვალისწინეთ:

  • ტენდერთან დაკავშირებით შედეგი გეცნობებათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს 2 – 4 კვირა;
  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
  • სავარაუდო სახელშეკრულებო პერიოდი : 01.10.2021-01.10.2022

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com

ტენდერის კატეგორია:

  • 90500000 ნარჩენებსა და ნაგავთან დაკავშირებული მომსახურებები