ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31181 - ტენდერი სასაწყობე ფართში ელექტრო-მექანიკური სისტემების მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ალტრიქს ლოჯისტიკა
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 26 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 26 ივნისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპსალტრიქს ლოჯისტიკადა შპსალტატრა აცხადებენ ტენდერს სასაწყობე ფართში ელექტრო-მექანიკური სისტემების მიწოდებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

1.ტენდერის საგანი:

ტენდერი მოიცავს შემდეგი სისტემების მიწოდებასა და მონტაჟს: 

  • ელექტრომომარაგების სისტემა;
  • სახანძრო დეტექციისა და შეტყობინების სისტემა;
  • შიდა განათების სისტემა;
  • ავარიული განათების სისტემა;
  • კვამლის კონტროლის სისტემა;
  • ხანძარქრობის სისტემა.  

2. სამუშაოების შესრულების ვადები 

  • სამუშაოების დაწყება აგვისტო, 2026 წელი;
  • სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადაოქტომბერი, 2026 წელი. 

3. სამუშაოების შესრულების ადგილი 

სამუშაოების შესრულების ლოკაცია: სოფელი გამარჯვება, საქართველო.

4. ფასობრივი და კომერციული წინადადების წარდგენა 

ფასების წარმოდგენის პირობები 

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასობრივი წინადადება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
  • ღირებულება უნდა მოიცავდეს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და გადასახადს, მათ შორის დღგ-ს;
  • ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს სამუშაოების ეტაპების მიხედვით დეტალიზებული სახით;
  • ხელშეკრულების შაბლონს წარადგენს დამკვეთი;
  • გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საავანსო თანხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. 

კომერციული წინადადების სავალდებულო დანართები 

  • ხარჯთაღრიცხვა;
  • პროექტის შესრულების კალენდარული გრაფიკი. 

5. BOQ-ის შევსების მოთხოვნა 

პრეტენდენტები ვალდებულნი არიან სრულად შეავსონ დამკვეთის მიერ მომზადებული სამუშაოების მოცულობათა უწყისი (BOQ). 

6. საბოლოო ღირებულების განსაზღვრა 

ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა დაადასტუროს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების მოცულობები. საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ხელმოწერისას. 

7. სავალდებულო საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

  • ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხისა და შესაბამისობის სერტიფიკატები;
  • კორპორატიული კლიენტების სია;
  • არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, გაცემული ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;
  • საგარანტიო პირობების აღწერა;
  • დადასტურება, რომ წინადადება ძალაში იქნება წარდგენიდან მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

8. სატენდერო პროცედურები 

  • შეფასდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები;
  • გამარჯვებულს გამოავლენს დამკვეთის მიერ შექმნილი სატენდერო კომიტეტი;
  • დამკვეთი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ტენდერის ვადები ან შეწყვიტოს სატენდერო პროცესი.  

9. ელექტრონული ტენდერის პირობები 

  • სატენდერო განაცხადი უნდა აიტვირთოს პლატფორმაზე tenders.ge;
  • შეკითხვები მიიღება მხოლოდ Q&A მოდულის მეშვეობით;
  • განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 10 ივლისი 2026 წელი, 17:00 საათი;
  • ვალუტა: ქართული ლარი (GEL);
  • ელექტრონული ვაჭრობა: არ გაიმართება. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 10 ივლისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია 

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი 

თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: info@altrix.ge
ტელ.: +995 571 77 22 11 

ტენდერის კატეგორია:

  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები