ჩაბარების ვადა:

4 აპრილი 2016, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T1263 - ტენდერი ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა ტექნიკის ჩამონათვალი (დანართში). 

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

გასათვალისწინებელი პირობები:

  • სისტემების მონტაჟი უნდა მოხდეს მშენებლობის პარალელურ რეჟიმში, თაბაშირ-მუყაოს კედლის მიღმა, იატაკში გაყვანილი კაბელები უნდა მოთავსდეს გორფრირებული მილების გამოყენებით.

გამოსაყენებელი ტექნიკის სპეციფიკაციები და რაოდენობები იხილეთ თანდართული ფაილში;

თანხის გადახდა მოხდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;

ტენდერში მონაწილე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასი არ დაექვემდებარება კორექტირებას;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2016 წ. 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162.

გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების და სიგნალიზაციის სისტემების შეძენა/მონტაჟზე);

შესასრულებელი ობიექტების პროექტები იხილეთ თანდართულ ფაილებში.

შესყიდვის ობიექტის მისამართი:

  • ქ. ქუთაისი - წერეთლის გამზირი 163-165

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ