ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2016, 15:00

სტატუსი:

დასრულებული

T1814 - ტენდერი ტრანსპორტით მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს ერთ ლოტად ტრანსპორტით მომსახურებაზე:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი - კოჯორი - თბილისი
  • თარიღი: 18 ოქტომბერი

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად - ტენდერი ტრანსპორტით მომსახურებაზე.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს და მომსახურების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულება. ფასში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

თანდართულ ფაილებად იხილეთ მომსახურების პირობები და ფასთა ცხრილი.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად შემოთავაზება უნდა მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, მაყაშვილის ქ. 14,  არაუგვიანეს 2016 წლის 16 ოქტომბრის 15:00 საათამდე.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ცხრილი (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად);
  • ინფორმაცია იმ ავტო-სატრანსპორტო საშუალების შესახებ რომლითაც მოხდება ტრანსპორტირება (ტექნიკური პასპორტი, ფოტომასალა);
  • რეკვიზიტები;

აუცილებელი პირობა:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალება ან საშუალებები რომლითაც მოხდება ტრანსპორტირება უნდა იყოს გათვლილი არანაკლებ 25 ადამიანზე.

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის/პრეტენდენტის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ. ნომერი/ტელეფონი, ელფოსტა, მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე“.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 16 ოქტომბრის (15:00 საათამდე). ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არჩილ ცინცაძე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: archil.tsintsadze@mountainguide.ge ან ნომერზე: 551 008 131, ხოლო ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ავთანდილ ქავთარაძე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: avto.qavtaradze@yahoo.com ან ნომერზე: 551 40 20 01.

შენიშვნა: შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ