ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2015, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T897 - ფასთა გამოკითხვა ავტო გაზგასამართ სადგურზე მოსაცდელის მოწყობის თაობაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ავტო გაზგასამართ სადგურზე მოსაცდელის მოწყობის თაობაზე

მოსაცდელის დღევანდელი მდგომარეობა იხილეთ დართულ სურათში, ასევე დართულ სურათში იხილეთ შპს ნეოგაზის ერთერთი ავტო გაზგასამართი სადგურის მოსაცდელის ნიმუში, იმისთვის რომ წარმოდგენა შეიქმნას დაახლოებით როგორი უნდა იყოს საბოლოო სახე.

ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ:

  • განზომილებები: სიმაღლე - 2. 5 მეტრი; გვერდები - 2 მეტრი; წინა ფასადი - 3.5 მეტრი;
  • კონსტრუქცია: მეტალი, ბეტოპანი;
  • შუშა - სავიტრინე (ნაწრთობი);

დამატებითი ინფორმაცია (სურათის მიხედვით):

  • საჭიროა შიდა (წითელი კედელი) გასწორდეს ფითხით და შეიღებოს თეთრად.
  • სახურავი - არის გასაკეთებელი წვიმისგან დასაცავად;
  • მარჯვენა კედელი უნდა იყოს ყრუ;
  • წინა და მარცხენა კედლები ნაწილობრივ გამჭვირვალე (ნიმუშის მსგავსად);
  • მარცხენა წინა კუთხე (მომრგვალებული ადგილი) უნდა ამოშენდეს.
  • შესასვლელი წინა ფასადის მხარეს - არანაკლებ 1 მეტრი სიგანე. კარის გარეშე;
  • საჭიროა შესასვლელთან კიბის საფეხურ(ებ)ის დამატება;
  • სამუშაოს შესრულების ადგილი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კილომეტრი, ნეოგაზის ავტო გაზგასამართი სადგურის ტერიტორია.

კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დღგ-ს ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;

გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)

ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:

წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 25 ნოემბრის 16:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: 591 93 10 10. საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ