16 ივლისი 2021, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T10151 - ტენდერი საამქროს ფართის გენერალური დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 9 ივლისი 2021 დრო 15:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 16 ივლისი 2021 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მეტალის საჭრელი და სამღებრო საამქროს ფართის და მიმდებარე საპარკინგე სივრცის გენერალური დასუფთავების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | კვ.მ | 
| საამქრო | 316 | 
| გარე პერიმეტრი | 600 | 
მოთხოვნა:
- სამღებრო სივრცე - 38 კვ.მ
- დასაფთვების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი, ჰაერის გამწოვი მილი - გახეხვა, დაპრესილი საღებავის მოშორება. - - (ჭერის სიმაღლე 3 მეტრი)
 - საოფისე სივრცე - 58 კვ.მ
- დასუფთავების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი, სარკმელი - დასუფთვება სველი წესით.
- (ჭერის სიმაღლე 3 მეტრი) - სამუშაო სივრცე - 207 კვ.მ
- დასუფთავების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი - დასუფთავება სველი წესით, გარკვეულ ადგილზრ ზეთოვანი მტვრის მოშორება.
- (ჭერის სიმაღლე 6 მეტრი) - შენიშვნა: ობიექტზე არსებული დანადგარების არ საჭიროებს დასუფთავდებას.
 - სველი წერტილი - 13 კვ.მ
- დასუფთავების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი, ჰაერის გამწოვი მილი (30*40 დიამეტრი) - დასუფთავება სველი წესით.
- (ჭერის სიმაღლე 3 მეტრი) - ცენტრალური კარი - 16 კვ.მ.
- დასუფთავების სპეციფიკა - მეტალის გახეხვა სველი წესით შიდა/გარე მხარეს. - გარე პერიმეტრი - 600 კვ.მ
- მცირე რაოდენობის ბუნებრივი ნარჩენების მოგროვება/გატანა.
- მოწოდება უნდა განხორციელდეს ერთ ეტაპად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში. სამუშაო შესრულების დრო 2 დღე - შაბათი/კვირა. 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 16 ივლისი, 15:00 სთ;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი 
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
 - 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები