ჩაბარების ვადა:

16 ივლისი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T10151 - ტენდერი საამქროს ფართის გენერალური დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მეტალის საჭრელი და სამღებრო საამქროს ფართის და მიმდებარე საპარკინგე სივრცის გენერალური დასუფთავების შესყიდვაზე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი კვ.მ
საამქრო 316
გარე პერიმეტრი 600

მოთხოვნა:

  • სამღებრო სივრცე - 38 კვ.მ
    - დასაფთვების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი, ჰაერის გამწოვი მილი - გახეხვა, დაპრესილი საღებავის მოშორება.
  • - (ჭერის სიმაღლე 3 მეტრი)
  • საოფისე სივრცე - 58 კვ.მ
    - დასუფთავების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი, სარკმელი - დასუფთვება სველი წესით.
    - (ჭერის სიმაღლე 3 მეტრი)
  • სამუშაო სივრცე - 207 კვ.მ
    - დასუფთავების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი - დასუფთავება სველი წესით, გარკვეულ ადგილზრ ზეთოვანი მტვრის მოშორება.
    - (ჭერის სიმაღლე 6 მეტრი)
  • შენიშვნა: ობიექტზე არსებული დანადგარების არ საჭიროებს დასუფთავდებას.
  • სველი წერტილი - 13 კვ.მ
    - დასუფთავების სპეციფიკა: კედელი, ჭერი, იატაკი, ჰაერის გამწოვი მილი (30*40 დიამეტრი) - დასუფთავება სველი წესით.
    - (ჭერის სიმაღლე 3 მეტრი)
  • ცენტრალური კარი - 16 კვ.მ.
    - დასუფთავების სპეციფიკა - მეტალის გახეხვა სველი წესით შიდა/გარე მხარეს.
  • გარე პერიმეტრი - 600 კვ.მ
    - მცირე რაოდენობის ბუნებრივი ნარჩენების მოგროვება/გატანა.
    - მოწოდება უნდა განხორციელდეს ერთ ეტაპად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 კვირის ვადაში. სამუშაო შესრულების დრო 2 დღე - შაბათი/კვირა.

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 16 ივლისი, 15:00 სთ;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    9 ივლისი 2021 დრო 15:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა