ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T10585 - მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადაადგილების სამუშაოების ტექნიკურ - ეკონომიკური შესწავლა

ტენდერის აღწერილობა:

Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. ამასთან ერთად კომპანია ახოციელებს ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას როგორიც არის შიდა სარგებლობის გზები, პარკინგები, ენერგო და წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობები, საერთო სარგებლობის სივრცეები და შენობები. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის  Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.

Tbilisi Hills Development and Construction LLC აცხადებს ტექნიკურ -ეკონომიკური შესწავლის

ტენდერს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადაადგილების სამუშაოებისათვის.

 სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი ოფიციალური ელექტრონული ფოსტა;
  • ფასი მოცემული ჯამურად და ცალ-ცალკე საგნების მიხედვით;
  • ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის გეგმა-გრაფიკი;
  • განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი, დამკვეთის, პროექტის ღირებულებისა და პერიოდის მითითებით;
  • ორი განსხვავებული კლიენტის სარეკომენდაციო წერილების ასლები ან ორიგინალები გასული სამი წლის განმავლობაში არსებული, უკვე შესრულებულ ან მიმდინარე პროექტებისათვის, რომელიც ადასტურებს ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილებას;
  • სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სერტიფიკატების ან/და სხვა დოკუმენტების ასლები, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნილ სფეროში პროექტირების ან/და საექსპერტო მომსახურების გაწევის უფლებას;
  • სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

ტენდერში მონაწილეობისათვის აუცილებელი ფინანსური პირობები 

  • ტენდერში მონაწილე იურიდულ პირს 2017 წლის 01 იანვრიდან სატენდერო წინადადების წარდგენის თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური სახის, კერძოდ ტექნიკურ -ეკონომიკური შესწავლის სამუშაოები რომელთა ჯამური ღირებულება უნდა იყის არანაკლებ 100 000 ლარისა. (ასი ათასი ლარისა)

სამუშაოების შესრულების ვადა და ადგილი

  • პრეტენდენტმა უნდა მოამზადოს ტექნიკურ -ეკონომიკური შესწავლა Tbilisi Hills Golf & Residences– ის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადაადგილების პროექტისათვის ადგილობრივი სტანდარტების, რეგულაციების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

დავალების მიზნებია:

  • პროექტის ტექნიკური მიზანშეწონილობის და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება;
  • დადგინდეს ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელობა და გაირკვეს, ვისი საკუთრებაა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც გადის თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე;
  • ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა;
  • მომზადდეს გადაადგილების პროექტისათვის კონცეპტუალური და ტექნიკური აღწერილობა;
  • მომზადდეს პროექტის შესასრულებელი საორიენტაციო ბიუჯეტი;
  •  წარმოდგენილი კონცეპტუალური დიზაინი უნდა იყოს ადგილობრივი სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისი. ასევე უნდა მოხდეს ძალოვანი ხაზის მფლობელის მიერ მისი მიღება.
  • სამუშაოების დასრულების ვადა უნდა იყოს შემოთავაზებული კონტრაქტორის მიერ. კლიენტისთვის სასურველი ვადაა მომსახურების მიღება არა უგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბრისა.

სამუშაოს მიღება:

  • ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
  • ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები შესრულებულად და ჩაბარებულად მიიჩნევა დამკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერის შემდგომ.
  • სამუშაოების სრულად შესრულების და მიღების საფუძველზე მხარეებმა უნდა გააფორმონ საბოლოო მიღების-ჩაბარების აქტი.

გადახდის პირობები:

  • ანგარიშსწორება წარმოებს დამკვეთის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ მიღება-ჩაბარების ხელმოწერის შემდეგ 7 კალენდარული დღის ვადაში.

ფინანსური გარანტია:

  • ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია მიუთითოს ინფორმაცია შესრულების ვადებისთაობაზე და წარმოადგინოს სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს სამომავლოდ გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
  • ტენდერში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია საავანსო მოთხოვნის თაობაზე და ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი საბანკო გარანტია;
  • ავანსის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტიის მოქმედება ძალაში იქნება საავანსო თანხის შესაბამისი ღირებულების სამუშაოების შესრულების აღიარების ვადამდე, რომელიც დადასტურდება სუბიექტებს შორის ზემოთ განსაზღვრული წესის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.;

პასუხისმგებლობა:

  • გადახდის ვადების დარღვევსთვის დამკვეთი თითო გადაცილებულ დღეზე გადაიხდის ჯარიმას 0,3% ის ოდენობით მიმდინარე ასანაზღაურებელი თანხიდან.
  • ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსრულებელი დაჯარიმდება საერთო საკონტრაქტო ღირებულების 0,3 % ით თითოეულ დღეზე გაანგარიშებით.

შემოთავაზება:

  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს 20 სექტემბრის 16.00 საათისა.
  • სატენდერო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ბეჭდვითი სახით (1 ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (ინფორმაციის მატარებელი მყარი მოწყობილობა).
  • სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იქნას წარმოდგენილი დალუქული კონვერტით.
  • სატენდერო დოკუმენტაციის ბეჭდვითი ეგზემპლარი უნდა იქნას დამოწმებული კომპანიის დირექტორის ხელისმოწერითა და კომპანიის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენისას განფასებები და გრაფიკებისათვის უნდა იქნას გამოყენებული Excel ან/და Microsoft project ფორმატი, ხოლო ყველა სხვა დოკუმენტაციისათვის PDF ფორმატი.
  • წინადადება ძალაში უნდა იყოს წარმოდგენის თარიღიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში

თანდართული ფაილები: გენერალური გეგმა

თბილისი ჰილლსი არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილეობისათვის დოკუმენტების მომზადებისთვის გაწეულ ხარჯებს.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 სექტემბერი 16:00 (საქართველოს დროით).

Tbilisi Hills Development and Construction LLC მზადა არის გამართოს სამუშაო/განმარტებითი შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიების წარმომადგენლებთან და უზრუნველყოს სამუშაო მოედნის დათვალიერება. შეხვედრების ორგანიზება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 16 სექტემბრისა. დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 598 29 99 91; +995 591 61 61 39

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები