
27 დეკემბერი 2021, 15:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T11557 - ტენდერი მაღალი წნევის ფოლადის ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 23 დეკემბერი 2021 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 დეკემბერი 2021 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მაღალი წნევის ფოლადის ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
დასახელება | რ-ბა | ზ/ე |
ფოლადის სარქველი DN250 - PN40 |
1 | ცალი |
ფოლადის სარქველი DN150 - N40 |
2 | ცალი |
ფოლადის სარქველი DN150 - PN100 |
1 | ცალი |
ფოლადის სარქველი DN150 - PN25 |
2 | ცალი |
ფოლადის სარქველი DN200 - PN40 | 2 | ცალი |
ფოლადის სარქველი DN100 - PN25 |
2 | ცალი |
ფოლადის სარქველი DN200 - PN25 | 4 | ცალი |
ფოლადის სარქველი ელ. ამძრავით DN150 - PN40 |
2 | ცალი |
ფოლადის სარქველი ელ. ამძრავით DN250 - PN40 |
1 | ცალი |
განსაკუთრებული მოთხოვნა:
ჩამკეთ მარეგულირებელი სარქველები უნდა იყოს შედუღებადი დაბოლოებებით (მილტუჩებით არ განიხილება)
აღნიშვნების გაშიფრვა:
- DN - ნომინალური დიამეტრი
- PN – ნომინალური წნევა
განფასება:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი #1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.
საქონლის მიწოდების (ხელშეკრულების) ვადა:
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 დღის ვადაში.
საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი:
- თბილისი, წყალსადენის ქ. #7
მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:
- საგარანტიო ვალდებულება: მხარეების მიერ მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 36 (ოცდათექვსმეტი) თვე
მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური პროდუქციის იმპორტის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
- მწარმოებელ კომპანიას/ქარხანას უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტის წარმოების მინიმუმ 20 წლიანი უწყვეტი გამოცდილება და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ანგარიშსწორების პირობები:
- ანგარიშსწორება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- მომწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ავანსი არა უმეტეს 30%-სა, მხოლოდ საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე
პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- ფასების ცხრილი (დანართი #1-ის შესაბამისად) განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საქონელზე მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტაცია/სერტიფიკატი,
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
ხელშეკრულების გაფორმება:
- წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: vtsiklauri@gwp.ge
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 27 დეკემბერი, 15:00 სთ;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 577 73 66 44
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები
გთხოვთ დააზუსტოთ მოსაწოდებელი სარქველების -- ფოლადის ხარისხი(კლასი) --იზოლაციის ტიპი ეპოქსიდია თუ სხვა -- გერმეტულობის ხარისხი -- f-4 თუ f-5 -- უნდა ახლდეს თუ არა ფლიანეცები, შუასადებები, ჭანჭიკები, ქანჩები, საყელურები და თუ უნდა ახლდეს გალვანიზებული თუ უჟანგავი ფოლადის
მოთხოვნილი სარქველები გამოყენებულ იქნება სასმელი წყლისათვის, შესაბამისად უნდა შეირჩეს ფოლადის ხარისხი, იზოლაციის ტიპი და სხვა. მოთხოვნაში დაფიქსირებული გვაქვს რომ აუცილებლად უნდა იყოს შედუღებადი დაბოლოებებით, შესაბამისად მილტუჩი, ქანჩ ჭანჭიკი და შუასადებები არ გახლავთ საჭირო
გამარჯობა. როგორც მოგეხსენებათ, სატენდერო განაცხადის თანახმად, ტენდერში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს, უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში - 2016 წლის 1 იანვრიდან ტენდრის გამოცხადების დღემდე, შესრულებული უნდა ჰქონდეს, ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები (რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია), რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება). გაცნობებთ, რომ შპს "ენერგეტიკული ალიანსი", საქართველოში მოქმედ შესასაბამის საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით "ამახანაგობების" იურიდიული ფორმის შესახებ, გეგმავს მიიღოს მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ ტენდერში, უკრაინულ საწარმო ООО "Инжиниринговая Компания "ХарьковЭнергоМонтаж"-თან იურიდიულად, კანონით მოთხოვნილი ყველა ფორმალობის დაცვით გაფორმებული "ამხანაგობის" ჩარჩოში, რათა ელექტრონულ ტენდერზე გენერატორის სამუხრუჭე სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კომპანიისა და უკრაინული საწარმოს "ამხანაგობის" ერთობლივ იურიდიულ ჭრილში შემოგთავაზოთ როგორც უკრაინული კომპანიის დოკუმენტალურად დადასტურებული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, აგრეთვე ამ უკანასკნელის საკონსტრუქტორო, საინჟინრო და სამუშაოების წარმოების მაღალი სპეციალიზაციის საშემსრულებლო პოტენციალი. სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი პირობის - მონაწილე პრეტენდენტის მხრიდან ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე ჩვენი კომპანიისა და უკრაინული საწარამოს "ამახანაგობის" ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების განხილვის ჭრილში, თანდართულ ფაილებში გაახლებთ ООО "Инжиниринговая Компания "ХарьковЭнергоМонтаж"-ის მიერ უკრაინაში დისლოცირებული, კს "კომპანია "დონბასის წყალის"(КП «Компания «Вода Донбасса») საკუთრებაში არსებული, კრასნოოსკოლსკის ჰესის(Краснооскольская ГЭС) №1 ჰიდროაგრეგატის აგზნების სისტემის, სარელეო დაცვისა და სიჩქარის რეგულატორის მოდერნიზაციისა და ავტომატიზაციის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტებს. გთხოვთ დაგვიდასტუროთ ან უარყოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა სატენდერო განაცხადის მოთხოვნასთან, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მხრიდან ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე, შპს "ენერგეტიკული ალიანსი"-სა და უკრაინული საწარმო ООО "Инжиниринговая Компания "ХарьковЭнергоМонтаж"-ის ზემოთ ხსენებულ ტენდერში "ამხანაგობის" იურიდიული ფორმით მონაწილების შესაძლო მიღების ჭრილში. გმადლობთ.
ეს შეკითხვა სხვა ტენდერს ეხება