
ჩაბარების ვადა:
10 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1180 - ტენდერი პრინტერების შეკეთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება ”ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს ლაზერული საბეჭდი ტექნიკის (პრინტერების) შეკეთებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- საგარანტიო ვადები და პირობები (შეკეთებულ დეტალზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს 3 თვე);
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 10 მარტი, 17:00 საათი.
ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება; საკონტაქტო ინფორმაცია; ”სს „ლიბერთი ბანკი“-ს სატენდერო კომიტეტს (ტენდერი პრინტერების შეკეთებაზე)”.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დანართად მიმაგრებული ფაილი მითითებული პრინტერების მოდელების და რაოდენობების მიხედვით (იხილეთ წლის მოსალოდნელი რაოდენობები) ფასი უნდა მოიცავდეს ყველანაირ გადასახადს და დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ვალდებულია სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნას მიმდინარე ანგარიში;
დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ:
ოთარ ორბელაშვილს: 595 11 30 71
Otar.orbelashvili@libertybank.ge