
ჩაბარების ვადა:
23 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1471 - ტენდერი რეზინის ჩექმების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს რეზინის ჩექმების შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- რეზინის ჩექმა ზოგადი დანიშნულების;
- ქსოვილოვანი სარჩულით (სარჩულის ნიმუში გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში);
- რაოდენობა - 1400 წყვილი;
პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქუჩა N13;
ზომები დაზუსტდება უშუალოდ შეკვეთის წინ ერთი კვირის ვადაში;
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს:
- პროდუქციის ნიმუში;
- ინფორმაცია პროდუქციის ღირებულების შესახებ;
- ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 23 ივნისის 17:00 სთ-ამდე მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 40%; ხარისხი და გარანტია 30%; მიწოდების ვადა 20%; გადახდის პირობები 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.