ჩაბარების ვადა:

15 მარტი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T16429 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.

ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.

შესყიდვის პირობები:
შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ქაღალდი A4 ფორმატის თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

# დასახელება წლიური შესაკვეთი რაოდენობა ერთი შეკვრის ფასი
1 A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი “Navigator”  7100 შეკვრა  


შენიშვნა
:

  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
  • შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;

სხვა პირობები:

  • მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება.
  • შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წლის ბოლომდე;
  • შესყიდვის პერიოდი: 15.03.2023 – 31.12.2023
  • სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 15.03.2023 18:00 საათი
  • გადახდის პირობა - 30 დღიანი კონსიგნაცია

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დამატებითი ინფორმაცია

  • სატენდერო წინადადება მიიღება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელექტრონული მისამართი: v.beshkenadze@gdl.ge
  • კომპანიის ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ისაკინის ჩიხი #1

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა