
15 მარტი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT16429 - ტენდერი A4 ქაღალდის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 მარტი 2023 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას.
ამჟამად კომპანიის პორტფელში დაახლოებით 30-მდე ბრენდია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 14 წელზე მეტია ახორციელებს. მათ შორისაა: თელიანი ველი, სნო, კობი, აისი, ყაზბეგი, Heineken, Lavazza, Medoff, და სხვა.
შესყიდვის პირობები:
შესყიდვის ობიექტია საკანცელარიო ქაღალდი A4 ფორმატის თანდართული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.
# | დასახელება | წლიური შესაკვეთი რაოდენობა | ერთი შეკვრის ფასი |
1 | A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი “Navigator” | 7100 შეკვრა |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- მიწოდების ვადა: შეკვეთის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს შეკვეთის განთავსებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მიიღოს შეკვეთა უშუალოდ ელ. ფოსტის საშუალებით და მოახდინოს შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება.
- შეკვეთა მოხდება ყოველთვიურად.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წლის ბოლომდე;
- შესყიდვის პერიოდი: 15.03.2023 – 31.12.2023
- სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 15.03.2023 18:00 საათი
- გადახდის პირობა - 30 დღიანი კონსიგნაცია
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია
- სატენდერო წინადადება მიიღება ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელექტრონული მისამართი: v.beshkenadze@gdl.ge
- კომპანიის ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ისაკინის ჩიხი #1
ტენდერის კატეგორია:
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
სალამი, მაღალი ხარისხის თეთრი ფერის, მაგრამ არა ნავიგატორის ბრენდის ქაღალდით მონაწილეობა და შეთავაზების გაკეთება თუ მისაღებია და თუ იქნება განხილული მსგავსი წინადადება?