24 მარტი 2023, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T16616 - ტენდერი მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორის შეკეთებაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 20 მარტი 2023 დრო 18:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 24 მარტი 2023 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორის დიაგნოსტიკა/შეკეთებაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| მაღალი წნევის ჰაერის კომპრესორის დიაგნოსტიკა/შეკეთება | 1 | 
მახასიათებლები:
- მოდელი - tamsan compressors EN1012-1
 
შეკეთების ვადა:
- 2023 წლის მარტი
 - მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
 
ანაზღაურება:
- თითოეული მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
- გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
- მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
- დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
- სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 24 მარტი, 15:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97; 
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
 - 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის