13 ოქტომბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1818 - ტენდერი რბილი იატაკის შესყიდვა-მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 13 ოქტომბერი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს რბილი იატაკის შესყიდვა-მომსახურებაზე.
შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერრილობა:
- რბილი იატაკი Rapid/Actionback;
 - ფერი - ნაცრისფერი.
 
შენიშვნა:
 * ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით;
სხვა პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ხელშეკრულება 6 თვის ვადით;
 - ანგარიშწორება განხორციელდება შეკვეთის შესრულების შემდეგი;
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 6 ოქტომბრიდან 2016 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: 
ტატო მირგატია
 ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7437)
 მობ.:(+995 599) 100 833
ელ-ფოსტა: tmirgatia@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 13 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=647&lang=geo