
2 დეკემბერი 2016, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT1949 - ტენდერი ბრენდირებული ქოლგების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #-EF-GE/283
ბ) დანიშნულება: ბრენდირებული ქოლგების შესყიდვა.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სპეციფიკაცია;
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2017 წლის მარტში;
- იმისათვის რომ მიღებული შემოთავაზება აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს,არსებული ნიმუშის ნახვა შეგიძლიათ ნახოთ ლუდსახარშ ნატახტარში, მცხეთის რეგიონი, სოფელი ნატახტარი;
- გადახდის პირობები: 2018 წლის იანვარი;
- 1.8 მ ზომის ქოლგის რაოდენობა არის 250 ცალი;
- 4 მ (400x400) ზომის ოთხკუთხედი ქოლგის რაოდენობა არის 855 ცალი;
- 1.8 მ ზომის ქოლგების ფასი უნდა იყოს საძირეების გარეშე;
- 4 მ ზომის ქოლგებისთვის გვჭირდება ბეტონის ფილების შემოთავაზება, რომლის ფასი უნდა იყოს გამოყოფილი, ხოლო მეტალის საძირეების ფასი უნდა შედიოდეს ქოლგის ფასში;
- დიზაინები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ლინკიდან: https://www.wetransfer.com/downloads/a256cdc23aec3e79db117da7ed2f2cf120161117093637/46750c93f9f4090a662bd86b0ce51a6a20161117093637/f86331
შენიშვნა: ქოლგის მასალა არის 100%-იანი პოლიესტერი.მომწოდებლის მიერ ქოლგის ალტერნატიული მასალის შემოთავაზება ფასის შემცირების მიზნით ასევე განიხილება სატენდერო კომისიის მიერ.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი".
შემოთავაზების მიღება იწყება 17.11.2016 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 02.12.2016 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლელა სანაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს. ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათავო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com