
28 დეკემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2065 - ტენდერი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ წლის განმავლობაში დადგენილი პერიოდულობითა და საჭიროების შემთხვევაში.
მომსახურების ჩამონათვალი:
- ობიექტის წინასწარი გამოკვლევა, მომსახურების კონკრეტული მიმართულების დადგენის მიზნით.
- პარაზიტების შემთხვევაში დამატებითი კონტროლი.
- მღრენელების კონტროლი (ხაფანგები და იზოლაცია).
- მხოხავი მწერების კონტროლი.
- სისტემების მონტაჟი.
- გეგმიური მონიტორინგის საკონტროლო დაკვირვება.
- მფრინავი მწერების კონტროლი.
- ფანჯრებზე და კარებზე საჭირო მწერების დამცავი ბადეების დამონტაჟება
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2016 წლის 28 დეკემბრამდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო მაილი და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება - განფასება კვარტალურად სამუშაოთა ჩატარების ჯამური ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე;
გაითვალისწინეთ, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით!
ასევე, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: aalaverdashvili@mina.com.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება